ქუთაისში 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა- ახალგაზრდა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება მას ავტომობილი მუხნარის ტყეში გზაზე გადასვლისას დაეჯახა. დაშავებული გზად მიმავალმა ბაღდათის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მძიმე დაზინებებით ე.წ საღორიის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ახალი ინფორმაციის მიხედვით უკვე დაკავებულია მძღოლიც, რომელიც ახალგაზრდას დაეჯახა. წყაროს ცნობით იგი ადგილიდან არ გაქცეულა.










