ტრაგედია მოხდა ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში. დაღუპულია სამი წლის გოგონა.
როგორც წყარო გვიყვება, მას სავარაუდოდ, შინდის კურკა გადაცდა და გაიგუდა.
„გურია ნიუსს“ უთხრეს, რომ გარდაცვლილი სოფელ ღარიხევის მკვიდრია. თუმცა ბავშვი სხვა სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.
გარდაცვალების ფაქტს „გურია ნიუსთან” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელში, თამაზ ჭიპაშვილი ადასტურებს.
ის დეტალებზე არ საუბრობს.
“დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ აღმოაჩინე ხარაგაული-ს ჯგუფი ჩვენი მეგობრის შვილის 3 წლის ლილე ეჯიბაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა.


წყარო: GURIANEWS