გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, ონის ტყეში დათვმა მონადირე შეჭამა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
მონადირეებმა ერთი დათვი მოკლეს, მეორეს თავდასხმას არ ელოდებოდნენ და უბედური შემთხვევაც ამ დროს მოხდა.
„ერთი მოკლეს და მეორეს არ ელოდებოდნენ, ბუნაგიდან გამოვარდა. სხვა მონადირეები ცოტა წინ წავიდნენ და განწირულ ღრიალზე უკან გაიქცნენ, მაგრამ აღმართი იყო და მალე ვერ ასულან. ადგილზე მისულებს საშინელი სურათი დახვდათ. ნახევარი კაცი შეჭმული იყო უკვე“ – განაცხადა ადგილობრივმა.
ფეისბუქჯგუფში “რაჭა და რაჭველები” ამ ინფორმაციამ მწვავე დისკუსია გამოიწვია, ზოგიერთმა მომხმარებელმა მიიჩნია, რომ ძალიან კარგია, რომ დათვმა მონადირე მოკლა:”კაია, ხანდახან დათვმაც მოკლას ადამიანი”










