ტორპედო ქუთაისმა დაიწყო დავალიანების დაფარვა, რომელიც გუნდს 3 წლის განმავლობაში ჰქონდა. გუნდის აღმასრულებელი დირექტორის პაპუნა მელაძის განცხადებით კლუბი 2021 წელს დავალიანების გარეშე შეხვდება.
გამომდინარე აქედან, კლუბს აღებული ლიცენზია არ ჩამოერთმევა და ახალი სეზონიდან კვლავ ლიგაში გააგრძელებს ასპარეზს.










