ეროვნული ლიგის მე-10 ტურის პირველი შეხვედრა ქუთაისის “ტორპედო”-სა და “საბურთალოს” დაპირისპირებით დაიწყო. შეხვედრაში ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ ,თუმცა ვარაუდი ვარაუდად დარჩა. გიზო მამაგეიშვილის, იური ტაბატაძის და ოთარ მამაგეიშვილის გოლებით “ტორპედო” 0-3 დამარცხდა .
საგულისხმოა ის ფაქტიც,რომ მატჩის 50-ე წუთზე გიორგი არაბიძემ პენალტი გააცუდა.
შეგახსენებთ,რომ “ტორპედო”-ს შემდეგი მეტოქე გორის “დილა”-ა .










