კანადაში, ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი ბავშვი და ორი ზრდასრული მძიმედ არიან დაშავებულები.
მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი დაშვებისას გადაბრუნდა.
ტორონტოს აეროპორტში განაცხადეს, რომ საგანგებო სამსახურები ინციდენტზე მუშაობენ და დასძინეს, რომ ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დათვლილია.
ადგილობრივი მედია წერს, რომ თვითმფრინავის ავარიულად დაშვების მიზეზი უცნობია, თუმცა შემთხვევა თოვლისა და ძლიერი ქარის დროს მოხდა.
თვითმფრინავში მყოფი 80-ვე ადამიანი ევაკუირებულია.