ვენეციაში თანამედროვე ხელოვნების მორიგი „ბიენალე“ გაიხსნა. სტუმრებს შორის გახლდათ ვენსან კასელი ახალგაზრდა მეუღლესთან, ტინა კუნაკისთან ერთად. ვენეციის ქუჩებიდან ჩვენ უკვე წყვილის არაერთი შთამბეჭდავი ფოტო ვიხილეთ. ამჯერად ტინა და ვენსანი „ვალენტინოს“ კრეატიული დირექტორის, პიერ პაოლო პიჩოლის მიერ ორგანიზებულ საღამოზე გამოჩნდა. 55 წლის კასელს შავი კოსტიუმი ეცვა, ორ ბორტიან პიჯაკს მსახიობმა „შლაქსის“ სტილის შარვალი შეუხამა. 25 წლის ტინა კი საოცრად გამოიყურებოდა ჟოლოსფერ სამეულში. წყვილის იდენტური ლუქით გამოჩენამ საღამოზე დამსწრე საზოგადოების დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა.
ბრალდებული გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა – ბათუმში მომხდარი ავარიის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყების განცხადებით, ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილი ედება ბრალად, რაც...