LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ტექნიკურ რეგლამენტში მაინც რჩება ბიზნესისთვის რიგი სადუსკუსიო საკითხები – ირაკლი ლექვინაძე

დაპოსტა 2019/10/18-ში
32
ნახვა
გაზიარება

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ  საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების  წარმომადგენლებთან ერთად „ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილა.

ახალი ტექნიკური რეგლამენტი მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს განსაზღვრავს და დაფუძნებულია ევროდირექტივაზე, რომელიც იცავს დასაქმებულებს სამუშაო ადგილზე ეკრანიანი მოწყობილობების მავნე ზემოქმედებისგან.

ახალი რეგულაციის შესახებ კონსულტაციები ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობდა და ტექნიკური რეგლამენტის საბოლოო პროექტში მათი შენიშვნები მნიშვნელოვნად ასახულია, თუმცა  ბიზნესომბუდმსენის ინფორმაციით ახალ ტექნიკურ რეგლამენტში მაინც რჩება ბიზნესისთვის რიგი სადუსკუსიო საკითხები.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროდირექტივა სამუშაო სივრცეში დამსაქმებლის მიერ განათებასთან, ხმაურთან და ტემპერატურასა და ტენიანობასთან დაკავშირებულ სავალდებულო მოთხოვნებს არ ითვალისწინებს, აღნიშნულ საკითხებზე ბიზნესის შენიშვნები ჯერჯერობით ასახული. ბიზნესომბუდსმენის აპარატი აგრძელებს მუშაობას რეგლამენტის დასახვეწად და ახალი რეგულაციის პროექტში ბიზნესისთვის დარჩენილი სადისკუისიო საკითხების გადასაწყვეტად“- აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ბიზნესთან ერთად „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის შესახებ 12 შენიშვნა მომზადდა, რომელთაგან უმრავლესობა ახალი რეგლამენტის პროექტში უკვე ასახული და ნაწილობრივ ან სრულად გათვალისწინებულია.

მთავრობის მიერ ბიზნესომბუდსმენის დასკვნის გათვალისწინების შედეგად, ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით დაკორექტირდა რეგლამენტის ამოქმედების ვადები.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის შენიშვნა სრულად იქნა გათვალისწინებული მონიტორიან მოწყობილობებთან დასაქმებული პირის დამსაქმებლის მიერ სამედიცინო შემოწმებების წესთან დაკავშირებით და შედეგად, დამსაქმებელმა თანამშრომლის თვალის და მხედველობის დაცვის მიზნით, მხოლოდ დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მხედველობის შემოწმება.

ბიზნესომბუდსმენის დასკვნის შესაბამისად, რეგლამენტიდან სრულად ამოღებულ იქნა დისკრიმინაციული ხასიათის მოთხოვნა, რომელიც დასაქმებულს სამუშაოზე აყვანამდე ავალდებულებდა სამედიცინო შემოწმების გავლას და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტის დამსაქმებლისთვის წარდგენას. რეგლამენტიდან ასევე ამოღბულ იქნა მოთხოვნა დასაქმებულის თვალსა და მონიტორზე გამოსახულ დეტალს შორის ხედვის დისტანციის 400 მილიმეტრიანი მოთხოვნის შესახებ. ბიზნესის შენიშვნა ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული და ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი სამუშაო სივრცის ადგილის მინიმალურ სავალდებულო მოცულობად ნაცვლად 4 კვადრატული მეტრისა, განისაზღვრა – 3. ამის მიუხედავად, ახალ ტექნიკურ რეგლამენტში მაინც რჩება ბიზნესისთვის სადისკუისო საკითხები, მათ შორის რეგლამენტის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით.

ახალი რეგულაციის ძალაში შესასვლელად ტექნიკური რეგლამენტის პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას უნდა წარუდგინოს.

„მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტი ეხება ყველა იმ სამუშაო ადგილს, სადაც დასაქმებული მონიტორიან დანადგარს იყენებს რეგულარულად, დღეში არანაკლებ ოთხი საათის განმავლობაში.

თეგები: ირაკლი ლექვინაძეშრომაშრომის კოდექსი
გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის კურსი 17 იანვრისთვის

იანვარი 16, 2026
107
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6957, ევრო – 3.1316, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6152 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის – ლაშა ბერეკაშვილი

იანვარი 13, 2026
221
ეკონომიკა

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის - ამის შესახებ "ახალგაზრდა გიდები ასოციაცის" ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. „რატომ გამოვიდა ავიაკომპანია ვენიდან? - ეს არის მაღალი სატარიფო პოლიტიკა,...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს შაბათ-კვირას

იანვარი 10, 2026
574
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე

იანვარი 9, 2026
166
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails

თერჯოლაში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

იანვარი 9, 2026
67
ეკონომიკა

თერჯოლაში ქარის ელექტროსადგური და მის ქსელთან დამაკავშირებელი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა/ექსპლუატაცია იგეგმება. შესაბამისი დოკუმენტი გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე უკვე ატვირთულია. პროექტის განმახორციელებელი კომპანია ითხოვს, რომ მშენებლობასტან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება დაჩქარებული...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 9 იანვრისთვის

იანვარი 8, 2026
332
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6974 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

იანვარი 8, 2026
344
ეკონომიკა

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა. ახალი წლის დღეებში ფასებმა კოლოფზე საშუალოდ, 20-30 თეთრით მოიმატა. თუმცა როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სავაჭრო ობიექტებში უთხრეს, ეს საბოლოო გაძვირება არ არის და იანვრის ბოლოსთვის შესაძლოა, იმპორტირებულ სიგარეტზე ფასები...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

იანვარი 6, 2026
229
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6974 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6974 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6968 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შექმნა

იანვარი 5, 2026
121
ეკონომიკა

მთავრობამ სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შექმნა - ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 30 დეკემბრის განკარგულებაში. დოკუმენტი, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს, აღნიშნულია: „სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო...

დაწვრილებითDetails

ვის გაეზარდა ხელფასი თითქმის 5 000 ლარით

იანვარი 5, 2026
327
ეკონომიკა

2026 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევიდა ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, საჯარო მოხელეების, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის, პოლიციელებისა და ჯარისკაცების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».