LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ტელეკომპანია „ფორმულა“ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს  და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს” – კომუნიკაციების ეროვნული კომისია

“ტელეკომპანია „ფორმულა“ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს  და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს” – კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დაპოსტა 2020/05/18-ში
A A
330
ნახვა
გაზიარება

“ტელეკომპანია „ფორმულა“ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს  და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს” – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

“17 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“, კერძოდ, გადაცემა „დროებამ“  მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა  და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შესახებ ეთერში დეზინფორმაცია გაავრცელა.  გადაცემის წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის თქმით, საქართველოს მოსახლეობის 30%-ს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ამავე სიუჟეტის ავტორი ამტკიცებდა, რომ სოფლებში – ილიაწმინდა, გუდალეთი და ბოდბისხევი – ინტერნეტი შეყვანილი არ არის. გადაცემაში აღნიშნული ორივე ინფორმაცია ყალბია, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის 82%-ისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომია, ხოლო მათ მიერ დასახელებულ სამივე სოფელში მინიმუმ ერთი ინტერნეტ  პროვაიდერი ოპერირებს, რომელიც მოსახლეობას მომსახურებას უწევს.

ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე აბონენტების რაოდენობა დინამიურად მზარდია და ბოლო მონაცემებით – 82% შეადგენს, 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა მოსახლეობის მხოლოდ 42%-ს ჰქონდა, დღეს ეს რიცხვი ფაქტობრივად გაორმაგებულია. ასეთი მონაცემების ფონზე, გაუგებარია რას ემსახურება რეალური ფაქტების აღნიშვნის ნაცვლად, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება, მაშინ, როცა ეს ინფორმაცია საჯაროა კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი ნახვა.

სახელმწიფოსთვის, კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს იმ ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობის სიმცირის გამო, კერძო კომპანიები ბიზნეს მოდელიდან გამომდინარე არ ოპერირებენ, უზრუნველყოს ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა ყველა მოსახლეს ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა და დაცული იყოს მათი კონსტიტუციური უფლება.  დღეს ეს რიცხვი არა გადაცემაში დასახელებული 30%,  არამედ 18%-ია.

რაც შეეხება ამავე გადაცემაში დასახელებულ სოფლებს, სადაც სიუჟეტის მიხედვით ინტერნეტი ხელმიუწვდომელია,  სამივე სოფელში მინიმუმ ერთი ინტერნეტ პროვაიდერია, რომელიც მოსახლეობას მომსახურებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

სოფელ ილიაწმინდაში ინტერნეტ მომსახურებას ორი კომპანია „ნეო ნეტი“ და „სქაიტელი“ ახორციელებს, სოფელ გუდალეთში კომპანია „სქაიტელი“, ხოლო ბოდბისხევში აბონენტებს მომსახურებას „მაგთიკომი“ და „სქაიტელი“ აწვდიან.

აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ გადაცემაში მტკიცებით ფორმაში გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროა, რომ საკვირაო გადაცემა „დროება“ სიცრუის ტირაჟირებას ახდენს და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.” – ნათქვმია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება132

დაკავშირებული -პოსტები

თერჯოლაში მოქალაქეებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
თერჯოლაში მოქალაქეებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ
მთავარი

თერჯოლაში მოქალაქეებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ. ეკონომიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, ექსპროპრიაცია განხორციელდება 34 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც 4 თანამესაკუთრე ჰყავს. დოკუმენტით ირკვევა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ექცევა...

დაწვრილებითDetails

რა ვითარებაა კურსებში – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებტან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. "გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელი კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილზე სწავლობენ...

დაწვრილებითDetails

“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში
მთავარი

მკვლელები ადგილობრივები, დუშელები არიან - აკო გოგოლაური და ტარიელ ვერძეული. ამბობენ, რომ მკვლელებს და მოკლულს ადრე ჰქონდათ ერთმანეთში კონფლიქტი, ოღონდ, რას უკავშირდება არ ვიცით. მეგობრები ყოფილან და რას უკავშირდება დაპირისპირება,...

დაწვრილებითDetails

ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე
მთავარი

106-ე სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მე-8 კლასელი ნინო ჯიხაია. როგორც ცნობილია გოგონა სიმსივნეს ებრძოდა. "უდიდესი ტკივილითა და სევდით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის მე-8 კლასის გამორჩეულ მოსწავლეს – ნინო...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. „15 მარტს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით. 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან...

დაწვრილებითDetails

სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

საერთოდ სხვა რეალობაა დღეს, უარესი სიტუაციაა - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბეროძე და სოფელ კურსებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მარიამ ბეროძე ერთ-ერთია იმათგან, ვის ოჯახსაც სტიქიის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუწია....

დაწვრილებითDetails

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს – ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევას წინ არასრულწლოვანებს შორის კამათი უძღოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება 22-ე სკოლის ეზოს ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო...

დაწვრილებითDetails

ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის სანქცირებულია ექვსი ქართველი რაგბისტი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

World Rugby-ისა და World Anti-Doping Agency-ის (WADA) ერთობლივი მასშტაბური გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს კაცთა ეროვნული 15-კაცა ნაკრების ექვსმა მოთამაშემ და გუნდის მხარდაჭერის პერსონალის ერთმა წევრმა ანტიდოპინგის წესები დაარღვია. გამოძიება...

დაწვრილებითDetails

“ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!”- გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!”- გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: არის ბევრი სიახლე, ფარული მოსასმენები დაუყენებიათ ყველასთან, მათ შორის ციხეშიც, საქმე 30 ტომამდე შეივსო. თუმცა, მე ჯერ ბოლო 5...

დაწვრილებითDetails

შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით- დაკავებულია 2 პირი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"