LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს – კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა სამწყსოსადმი

დაპოსტა 2020/04/01-ში
251
ნახვა
გაზიარება

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა სამწყსოსადმი

ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ; მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს.

სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა:

– ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები: – ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია. – საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში, – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც; – საერთოდ, რეკომენდირებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში. – მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია, ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე. – სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები; – მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს. ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს. ილოცეთ და გაძლიერდით! „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით,“ ამინ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

გაზიარება539

დაკავშირებული -პოსტები

“ლეიკემია დაამარცხა და ახლა თავზარდამცემი ამბავი გავიგე” – რას ჰყვებიან ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე

თებერვალი 8, 2026
282
მთავარი

ბა­თუმ­ში, ბო­ნის და­სახ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ ბა­ზარ­თან 16 წლის ბიჭი ალექ­სან­დრე მა­მა­ლა­ძე და­ი­ღუ­პა. ტრა­გე­დია 6 თე­ბერ­ვალს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მე­გობ­რე­ბის თვალ­წინ დატ­რი­ალ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი ხიდ­ზე თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და და ფო­ტო­ებს იღებ­და, რო­დე­საც ხი­დის ქვეშ სატ­ვირ­თო...

დაწვრილებითDetails

“უკრძალავდა ხალხთან კონტაქტს და ფარულად უთვალთვალებდა” – პროკურატურა უმძიმეს დეტალებს ასაჯაროებს

თებერვალი 8, 2026
167
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რა გარ­და­ბან­ში მომ­ხდა­რი ფე­მი­ცი­დის ფაქ­ტზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულ ბრა­ლი უკვე წა­რედ­გი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე მარი გა­ხო­კი­ძეს ქმა­რი უზღუ­დავ­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, უკ­რძა­ლავ­და ხალ­თან კონ­ტაქტს და ფა­რუ­ლად უთ­ვალ­თვა­ლებ­და....

დაწვრილებითDetails

ძლიერი ნალექი, ქარბუქი და ნისლი – გარემოს ეროვნული სააგენტო

თებერვალი 8, 2026
424
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. 9 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

თებერვალი 8, 2026
63
მთავარი

ზუგდიდში, ბაშაურის ქუჩაზე, დევნილების ყოფილი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  შენობა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, უფუნქციო იყო. ამ დროისთვის, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

თებერვალი 8, 2026
143
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.ბ., 1990 წელს დაბადებული ჯ.ა. და...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

თებერვალი 8, 2026
122
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება – რამდენად იყიდით 1 გრამს

თებერვალი 8, 2026
475
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი იზრდება. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 966 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 189 დოლარით მატებაზე მიუთითებს. kitco-ის მონაცემებით, ერთი დღის ჭრილში...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა

თებერვალი 8, 2026
12
მთავარი

ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თებერვალი 7, 2026
39
მთავარი

პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
26
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».