45 წლის კაცმა 10 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
ფაქტი ხელვაჩაურში მოხდა. „TV 25“-ს შემთხვევის შესახებ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სქესობრივი დანაშაულის შემთხვევაზე ძიება მიმდინარეობს. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კაცი, რომელმაც მოზარდზე სექსუალურად იძალადა, ტაქსის მძღოლია.
გოგო კი საქველმოქმედო ფონდ „იალქანის“ ბენეფიციარი იყო. იგი ახლა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშაა. პოლიციას მომხდარის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ აცნობა. გოგოს დედა შემთხვევას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა