„ვივამედის„ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაყვანილი არ არის.
ჩხაიძის თქმით, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია.
“არ არის სიმართლე ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ. ეს არ არის სწორი. მე არ ვიცი, საიდან გავრცელდა. სტაბილურია მდგომარეობა. შესაბამ,ისად,გრძელდება მკურნალობა. წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა. იყო მხოლოდ წნევის ცვალებადობა.
მისი მდგომაროებიდან გამომდინარე უტარდება ყველაფერი, მაგრამ მკურნაობა არის რთული და ბევრი რამ არის პაციენტზე დამოკიდებული. უნდა იკვებოს სრულფასოვნად. ეს არ ნიშნავს რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ”. – განაცხადა ზურა ჩხაიძემ.