LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ტანჯვის, მეტროში თვალის ამოვარდნების, უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე” – მაკო გომური

“ტანჯვის, მეტროში თვალის ამოვარდნების, უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე” – მაკო გომური

დაპოსტა 2019/11/12-ში
A A
222
ნახვა
გაზიარება

“ამდენ ხნიანი ლოდინის, ტანჯვის, ტკივილის, მეტროში თვალის ამოვარდნების, უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე” – ამის შესახებ თავის ფეისბუკ გვერდზე მაკო გომური წერს, რომელიც 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულ სცნეს:

“ლამის 5 თვე გავიდა.
უი მაკომ ხმა ამოიღოვო და დაფაცურდნენ, მგონი მართლა დაზარალებულიაო, მგონი მართლა ამოთხარეს თვალიო, ვეღარ ხედავსო, ჩამოიღეს ჩემი საქმე თაროდან;დ
თადუმაძემ ორი დღის წინ თქვა, კანონია შესაცვლელი კონსტიტუციაშიო, შეცვალეს ორდღეში, დაამტკიცეს კანონი, გამოიძიეს ჩემი საქმე და უი, მართალი ვყოფილვარ;დ
რა მალე ყოფილა შესაძლებელი რაღაცების შეცვლა თუ სხვებს სურს;დ
ჰოდა მე რომ მაძლევთ ამ სტატუსს და გიორგი სულაშვილს (რომელსაც ჩემზე მეტად ჰქონდა სახე ტრამვირებული) არ აძლევთ,ეგ რა მაფიაა არ ვიცი. ტეხავს.

მადლობა ყველას აი ყველააააას,განსაკუთრებით საიას გმირებს;დ

ამდენ ხნიანი ლოდინის, ტანჯვის, ტკივილის, მეტროში თვალის ამოვარდნების, უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე.
5 თვის შემდეგ მარა მაინც. ეს ყველაზე მინიმალური იყო რაც შეეძლოთ გაეკეთებინათ.ამით არ მთავრდება ყველაფერი,პირიქით იწყება.
კი,დავიღალე,გამოვიფიტე.ხომ არსებობს სამყაროში გამოლევადი,მაგრამ აღდგენადი რესურსები.ჰოდა აღვიდგენ ისევ ძალებსაც.მარტო ჩემთვის არა,იმ ადამიანებისთვის,ვინც მარტივად ნებდება.
ნუ ფიქრობთ რა,ამ ქვეყანაში ჩვენი სიტყვა მაინც არავის ადარდებსო და ფეხებზე ნუ იკიდებთ ყველაფერს,არაა ასე. გამოდი და ამოიღე ხმა რომ გაწუხებს,გტკივა,ვერ ეგუები.

ძალიან გავწელე:) მიყვარხართ.
სიყვარულით მაკაკა” – წერს მაკო გომური

საქართველოს პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად სცნო. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

„2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი მაია გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება – გამოკითხულია 600-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: გავრილოვის ღამეგიორგი გახარიამაკო გომურიპროკურატურა
გაზიარება96

დაკავშირებული -პოსტები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილად ამ დრომდე მიმდინარეობს. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მულით დაიწყო, რაც ტრანსპორტის...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 2, 2026
0
გერმანიაში ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

როგორც უკვე ვწერდით, გერმანიაში ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. „გურია ნიუსისთვის“ გარდაცვლილის ვინაობა გახდა ცნობილი _ არსებული ინფორმაციით, იგი 45 წლის სოფო კუპრავაა. როგორც წყარო აცხადებს, ქალმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით...

დაწვრილებითDetails

სემეკმა გაერთიანებული წყალმომარგების კომპანია 50 000 ლარით დააჯარიმა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 2, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენიზო პირობებისა და სემეკის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომპანიას დაევალა, სანქციის სახით...

დაწვრილებითDetails

მერიის უფასო სასადილოებიდან მილიონებს იპარავდნენ – სუს

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
მერიის უფასო სასადილოებიდან მილიონებს იპარავდნენ – სუს
მთავარი

სუს-ი ამბობს, რომ მოპარულია უფასო სასადილოებში გაჭირვებული ბენეფიციარების კვებისთვის გამოყოფილი მილიონები - დაკავებულია სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და ერთი თანამშრომელი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili...

დაწვრილებითDetails

“შიდა გამოცდები გადაიქცა მოსწავლეთა მომზადების მთავარ წყაროდ, ხშირად არის ნიშნებით მუქარა” – რა ხდება ქუთაისის 36-ე სკოლაში

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
“შიდა გამოცდები გადაიქცა მოსწავლეთა მომზადების მთავარ წყაროდ, ხშირად არის ნიშნებით მუქარა” – რა ხდება ქუთაისის 36-ე სკოლაში
მთავარი

შიდა გამოცდები და მისი სისტემა, სამწუხაროდ გადაიქცა მოსწავლეთა მომზადების მთავარ წყაროდ, ხშირად არის ნიშნებით მუქარა - ამის შესახებ N36-ე საჯარო სკოლის მშობლები "მეგა ტვ"-სთვის მოწერილ წერილში წერენ და განათლების სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრი, 23 წლის ლევან ღვინიაშვილი, თბილისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა კაცის ცხედარი, 1 აპრილს დილით, სახლის დიასახლისმა საწოლში ნახა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახა. ადგილობრივების...

დაწვრილებითDetails

2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა...

დაწვრილებითDetails

ხონელი თორნიკე ბექაური MRC Global Olympiad 2026-ზე იასპარეზებს

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
ხონელი თორნიკე ბექაური MRC Global Olympiad 2026-ზე იასპარეზებს
მთავარი

ქართული ნიჭი საერთაშორისო ასპარეზზე – თორნიკე ბექაური MRC Global Olympiad 2026-ზე იასპარეზებს საქართველოს კიდევ ერთი წარმატებული წარმომადგენელი საერთაშორისო ტექნოლოგიურ ასპარეზზე მიემგზავრება. ხონელი თორნიკე ბექაური MRC Global Olympiad 2026-ზე საქართველოს ეროვნული...

დაწვრილებითDetails

ბაღდათში, მაშველებმა მდინარეში ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითში, მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს. ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს. არსებული ინფორმაციით, სოფელ დიმში მცხოვრები, დაახლოებით, 50 წლამდე ასაკის ქალი ხიდიდან მდინარე ხანისწყალში გადახტა და დაიღუპა. სოფელში მერის...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
მოსალოდნელი ამინდის შესახებ  გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
ამინდი

2 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი.   მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც მზეა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"