მესხიშვილის თეატრის მსახიობები მაყურებლის წინაშე ახალი პრემიერით წარსდგნენ.
სპექტაკლი ,,ჭკუისა მჭირს” მცირე სცენაზე ახალგაზრდა დებიუტანტმა რეჟისორმა გიგა ლორიამ წარმოადგინა. მსახიობებმა დადგმა ცოცხალი მუსიკის ფონზე ითამაშეს, რაც წარმოდგენას კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა. არა ნაკლებ საინტერესო იყო სპექტაკლის შენაარსიც, რადგან მე-19 საუკუნეში დაწერილი სიუჟეტი, სამწუხაროდ დღესაც ძალიან აქტუალურია.
„ცოლ- ქმარი გამოუვალი მდგომარეობის გამო, ბანკიდან სახლის უზრუნველყოფით სესხს იღებს. მოგვიანებით ყოველთვიურ გადასახადს ვეღარ იხდიან და იძულებული არიან გაყიდონ ყველაფერი, რაც ღირებული აქვთ.” – სწორედ ასეთია სპექტაკლის მცირე შინაარსი.
ავქსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით დადგმული ვოდევილის პრემიერა 15 ნოემბერს შედგა, თუმცა მსურველებს მისი ნახვის შესაძლებლობა ,24 ნოემბერსაც ექნებათ 19 საათზე.