LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სხვა კომპანიისთვის მორგებული პირობები – რას ედავებიან ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს

დაპოსტა 2026/01/27-ში
97
ნახვა
გაზიარება

ცნობილია, რას ედავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს – ირკვევა, რომ ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ განაცხადა, საქმე ეხება 2022 წლის პერიოდს.

საქმის მასალების მიხედვით, ამავე წლის 27 სექტემბერს სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი — 8 525 876 ლარი შესთავაზა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიუხედავად ხელსაყრელი პირობებისა, ტენდერი შეწყდა ილია ღუდუშაურის დავალებით.

2023 წლის 10 მაისს კი ღუდუშაურის მითითებით ტენდერის პირობები ერთ კონკრეტულ კომპანიას მოარგეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს, რომელიც ამავდროულად აღნიშნული სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი — 8 525 876 ლარი  შესთავაზა.
აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ი. ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.
წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა გამოვლენის, მათი პასუხისგებაში მიცემისა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს”, – თქვეს ფინანსტა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. 

გაზიარება39

დაკავშირებული -პოსტები

დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა

იანვარი 27, 2026
186
მთავარი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში მკვლელობა მოხდა. Aktual.ge-ს ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, შუახნის მამაკაცმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

დაწვრილებითDetails

ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს

იანვარი 27, 2026
2.2k
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, და-ძმის ცხედრები იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი" ავრცლეებს. ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდათ თუ არა...

დაწვრილებითDetails

საქართველოში სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება

იანვარი 27, 2026
33
მთავარი

შს მინისტრის  მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაზე განაცხადა, რომ...

დაწვრილებითDetails

შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა – საელჩო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 27, 2026
510
მთავარი

"თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და შეიტყობენ წარსული დარღვევების შესახებ. "გულწრფელი შეცდომა" არ არსებობს...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

იანვარი 27, 2026
142
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორისა და გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ინგლისში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იანვარი 27, 2026
74
მთავარი

ინგლისში ქართველი ემიგრანტი, ვახო მინჯია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია, სოციალურ ქსელში ვრცელდება. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ვრცელდება. მას სამშობლოში ოთხშაბათს ჩამოასვენებენ და ზუგდიდში შაბათს დაკრძალავენ.

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად კვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

იანვარი 27, 2026
28
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული მ.ზ. და 1981...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებულ ზომებს აღვნიშნავთ – გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მდივანი

იანვარი 27, 2026
26
მთავარი

საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებულ ზომებს აღვნიშნავთ, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მესამე მდივანმა, რუსლან სტროგანოვმა, გაერო-ს...

დაწვრილებითDetails

საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს – მერი ლოულორი

იანვარი 27, 2026
14
მთავარი

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვას ეხმაურება. მისი განცხადებით, საქართველოში უფლებადამცველები დაშინების, მუქარისა და...

დაწვრილებითDetails

„მზეჭაბუკი, რომელმაც თან წაიყოლა მზის სითბო და სხივები…“ – ტრაგედია ლანჩხუთში

იანვარი 27, 2026
304
მთავარი

ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთში. გურია 19 წლის საბა წილოსანს ემშვიდობება. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მართლაც ვერ მოძებნი სიტყვებს ამ მწუხარების გადმოსაცემად. ამბობენ, მეთორმეტე სართულიდან გადმოვარდაო...“, - წერენ „ფეისბუქზე“.

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».