LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

,,სხვა არაფერი დაგვრჩენია” -მცველებმა ხეობის ბლოკირება დაიწყეს

დაპოსტა 2021/05/27-ში
65
ნახვა
გაზიარება

,,  სხვა არაფერი დაგვრჩენია თუ არა ის, რომ ფიზიკურად დავდგეთ აქ – რიონის ხეობა მხოლოდ კომპანია „ენკასთვის“ სრულად ბლოკირებული იქნება, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა სოფელ გუმათში განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები არსად შეჭრას არ აპირებენ და არავისზე მიაქვთ იერიში.

„გადაიკეტა ამ ადგილზე ხეობა. ჩვენ გზაში გავნაწილდით, ხალხის ნაწილი ხეობაში ზემოდან შემოსასვლელს გადაკეტავს, უშუალოდ სოფელ ტვიშში და ერთი ნაწილი ​აქ (გუმათის შესასვლელში) ჩავკეტავთ. ანუ სრულად ბლოკირებული იქნება ხეობა მხოლოდ კომპანიისთვის, მოსახლეობას არ შეეზღუდება გადაადგილება. ვიდრე ყველა ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რაც ჩვენ დედაქალაქში დავაყენეთ, მანამდე იქნება აქ გზა გადაკეტილი და ვუზრუნველყოფთ შეკრებილი საზოგადოება პროცესს, რომ გზა არ გაიხსნას. აქ ჩაყენებული იქნება მანქანები და ყოველდღიურად იმ რაოდენობით ადამიანი, რა რაოდენობაც საჭიროა იმისთვის, რომ გზა გადავკეტოთ. გადაადგილება შეეზღუდება კომპანიის სატრანსპორტო საშუალებებს, ანუ, ჩვენ მხოლოდ კომპანიას ვუკეტავთ გზას. აქ რომ გადაგვეკეტა მხოლოდ და ხეობის ზედა ნაწილი არ გადაგვეკეტა, ანუ რაჭიდან შემოსასვლელი, ლეჩხუმში, შესაძლებელია იქიდან დაიწყონ სიარული. ამიტომ ორივე ნაწილი ჩავკეტეთ ზემოთაც და აქაც. არ ექნებათ გავლის საშუალება იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

რაც მთავარია, ჩვენ არავისზე იერიში არ მიგვაქვს, მშვიდობიანად ვმოქმედებთ. ყველა შესაძლო მცდელობა იმისა, რომ შეგვეჩერებინა ეს პროცესი მშვიდობიანად და უბრალოდ ხელისუფლებას გაეთვალისწინებინა ის, რომ დანაშაული აქვთ ჩადენილი და უკანონო ქმედებები უკან წაეღოთ – ვხედავთ, რომ ბოლომდე ცდილობენ იმას, რომ გაიტანონ თავისი, ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია თუ არა ის, რომ ფიზიკურად დავდგეთ აქ და არ მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ კომპანიამ მუშაობა გააგრძელოს. ვკეტავთ აქ გზას მხოლოდ კომპანიისთვის, ყველა შემთხვევაში აქ გავლა მოუწევთ, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ სადმე შევიჭრათ. თუკი დაგვიპირისპირდებიან და აქ გადმოვლენ, ეს ჩვენთვის უცხო არ არის“, – განაცხადა გოლეთიანმა.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

იანვარში ჯარიმა/საურავებიდან ბიუჯეტში 40.5 მილიონი ლარი შევიდა

თებერვალი 24, 2026
3
ეკონომიკა

2026 წლის იანვარში, ჯარიმებიდან/სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად თითქმის 19 მლნ ლარით, მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 11 მლნ ლარით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების...

დაწვრილებითDetails

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში – მთავრობამ შრომის ბაზრის კვლევა ჩაატარა

თებერვალი 24, 2026
50
მთავარი

საქართველოს მთავრობა შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაციას მართავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციისას განაცხადა, კვლევა საკმაოდ მასშტაბური იყო, რომლის ფარგლებშიც 12 500 საწარმო გამოიკითხა. მისივე თქმით, აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო,...

დაწვრილებითDetails

ევროპისთვის საქართველოსთან მიმართებით გეგმა „ბ“ არ არსებობს, ვეცდებით, ეს ქვეყანა ჩვენს უსაფრთხოებას მივამაგროთ – საფრანგეთის ელჩი

თებერვალი 24, 2026
2
მთავარი

უნდა მოხდეს რუსეთის შეკავება - მისი შეკავება უნდა მოხდეს უკრაინაში, მოლდოვაში, ასევე საქართველოში. თქვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და შესაბამისად, საქართველომ ყველაზე უკეთ იცის რუსეთთან ნებისმიერი კომპრომისის ფასი, - ამის შესახებ საქართველოში...

დაწვრილებითDetails

დიდმა ბრიტანეთმა „რუსული დეზინფორმაციის გავრცელების“ მიზეზით, „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა

თებერვალი 24, 2026
18
მთავარი

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში იყო ყულევის პორტზე საკანონმდებლო წინადადებაც და მტკიცებულებების პაკეტიც – პეტერ ფიშერი

თებერვალი 24, 2026
9
მთავარი

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის დასანქცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება იყო წარმოდგენილი. როგორც ელჩმა, უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის 4 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 3 ადამიანი დაჭრეს

თებერვალი 24, 2026
340
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულმა, წარსულში მომხდარი კონფლიქტის...

დაწვრილებითDetails

(რუსეთი) მოლდოვიდან ჯარების გაყვანას დიდი ხნის წინ დათანხმდა, იგივე მდგომარეობა გვაქვს საქართველოშიც – კაია კალასი

თებერვალი 24, 2026
9
მთავარი

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დოკუმენტი გავუზიარე იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთის მხრიდან უნდა ვნახოთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა...

დაწვრილებითDetails

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა – ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი

თებერვალი 24, 2026
6
მთავარი

"ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშის პროექტში წერია. საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტს რასა...

დაწვრილებითDetails

საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებისთვის, უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნის მაჩვენებელი 64 095-ს შეადგენს – ირაკლი კობახიძე

თებერვალი 24, 2026
5
მთავარი

საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებისთვის, უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნა, ჯამში 64 095-ს შეადგენს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაზრის კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, რომელსაც უნივერსიტეტების ლექტორებიც ესწრებიან. როგორც მან აღნიშნა, სამუშაო...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედბით

თებერვალი 24, 2026
10
ამინდი

24 თებერვალს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.     ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».