იმერეთში მოზარდის ჩვენების საფუძველზე, ბავშვის მამა და ბიძა დააკავეს. არასრულწლოვანი ამტკიცებს, რომ მასზე ძალადობდნენ. დაკავებულები წყალტუბოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ოჯახის ახლობლები და მეზობლები ფაქტს აპროტეტებენ. ისინი თვლიან რომ არასრულწლოვანი დედის დავალებით იტყუება, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება და მეუღლესთან გაშორებულია.
“დედამისი სად იყო მაშინ ბავშვი რო ხელში დაუტოვა მამამის და სხვას გაყვა ცოლად მაშინ შვილი არ ახსოვდა? ეხლა გაახსენდა შვილი? მამამისმა და მისმა ოჯახმა გაზარდა და ფეხზე დააყენა ოჯახი. ბიცოლამისმა გაზარდა დედის სიყვარული არ მოუკლია როგორც მისი შვილებს არ ანსხვავებდა ისე არ ანსხვავებდა ამ ბავშვს. დედამისი სად იყო მაშინ პატარა რო დატოვა დედამისს ამ ბავშვის დედას დედობის უფლება აქვს ჩამორთმეული”-წერს ოჯახის ახლობელი