გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გაჩიანში 24 წლის კაცი დაიღუპა – ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
ერთ-ერთი ვერსიით, გაჩიანში მეგობრები სუფრაზე იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც ერთ-ერთს ცეცხლსასროლი იარაღიდან, ე.წ. ვინჩესტერიდან, გაუვარდა და ახალგაზრდა ბიჭს მოხვდა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ახალგაზრდამ, რომელსაც იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, 116-ე, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებით დაიწყო.
დაკავებულია ერთი პირი.