LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სუს-მა BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტის რესპონდენტზე ძებნა გამოაცხადა

დაპოსტა 2025/12/06-ში
123
ნახვა
გაზიარება

სუს-მა გდდ-ს ყოფილ თანამშრომელ ლაშა შერგელაშვილზე, რომელიც BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტის რესპონდენტია, ძებნა გამოაცხადა. მას ტროტილისა და ასაფეთქებელი-საბრძოლო მასალის თბილისთან გადამალვის ორგანიზებას ედავებიან.

“გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები.
საყურადღებო გარემოებაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამ საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ცნობილი მოვლენების პარალელურად.
გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს ზემოთ აღნიშნული საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად. შერგელაშვილი ამჟამად იმყოფება უკრაინაში” – თქვა მამუკა მდინარაძის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ თბილისთან ახლოს ტყის მასივში გადამალული დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დეტონატორიანი ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინა, რომლის მეშვეობითაც 4 ოქტომბრის არეულობის დროს „დივერსიული აქტები“ უნდა განხორციელებულიყო. უწყების თქმით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთ სამხედრო დანაყოფის მითითებით“ განხორციელდა. საქმის მთავარ ფიგურანტად კი ბექა ჭულუხაძე დასახელდა. ამ საქმესთან შემხებლობაში სუსმა ლაშა შერგელაშვილი დღეს პირველად მოიხსენია.

ლაშა შერგელაშვილი საქართველოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში იყო, ის უკრაინაში საბრძოლველად სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე წავიდა.

გაზიარება49

დაკავშირებული -პოსტები

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

იანვარი 28, 2026
2
მთავარი

დმანისში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. 56 წლის მამაკაცი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცივი იარაღის გამოყენებით, 43 წლის მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა....

დაწვრილებითDetails

ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იანვარი 28, 2026
30
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით: 2004 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ს.ბ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

16 წლის გოგოს მანქანა დაეჯახა – ავარია მსხვერპლით დასრულდა

იანვარი 28, 2026
108
მთავარი

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 24news.ge-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 16 წლის გოგოს დაეჯახა, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა. მიღებული დაზიანებებით მოზარდი ადგილზე დაიღუპა. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. მომხდარზე...

დაწვრილებითDetails

სპეციალური ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

იანვარი 28, 2026
175
მთავარი

ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

დაწვრილებითDetails

საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
79
მთავარი

29 იანვრიდან, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის განრიგს ცვლის, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „ძვირფასო მგზავრებო! 29 იანვრიდან, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის განრიგს ცვლის. მოძრაობის განრიგი იხილეთ ცხრილში“, -...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

იანვარი 28, 2026
7
ამინდი

28 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს და მზეს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით...

დაწვრილებითDetails

28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 28, 2026
206
მთავარი

ვერძი სასურველია, ეს დღე თქვენს ჰობს მიუძღვნათ, შეიქმენით თქვენთვის კომფორტული გარემო. ამით ნერვულ დაღლილობასაც გაუმკლავდებით. კურო ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას, ახალი მეგობრული კავშირები იმედს არ გაგიცრუებთ. ტყუპები იყავით მტკიცე და...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ხელვაჩაურში გარდაცვლილი და-ძმის ვინაობა

იანვარი 27, 2026
6.5k
მთავარი

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 55 წლამ­დე და-ძმის ცხე­და­რი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხედ­რე­ბი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ იპო­ვეს და და-ძმას ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან და­რია და ტა­რი­ელ ფარ­ტე­ნა­ძე­ე­ბი. ისი­ნი სო­ფელ აჭა­რი­საღ­მარ­თი­დან...

დაწვრილებითDetails

ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით ახალი გაფრთხილება ვრცელდება

იანვარი 27, 2026
113
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებელს აფრთხილებს | უწყება განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ზედამხედველობენ: "სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა Vitagermine-ს ბრენდის...

დაწვრილებითDetails

“რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა” – მაია სანდუ

იანვარი 27, 2026
194
მთავარი

რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა. „მოლდოვა ერთადერთი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».