პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად 6 წლის ვადით გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა. მის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყარეს კენჭი.
ლილუაშვილს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, რვა კი წინააღმდეგი იყო. კენჭისყრა ფარული იყო. სუს-ის ხელმძღვანელის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
გრიგოლ ლილუაშვილი 2017 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მე-9 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
საპარლამენტო არჩევნებამდე მას თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტი ეკავა.