სულ მცირე შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ექვსი დაიჭრა უკრაინაში, დონეცკის რეგიონში სამშაბათს რუსული თავდასხმების შედეგად, – განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ.
მისი თქმით, ორი ადამიანი ბახმუცკეში დაიღუპა, ორი ბახმუტში, ერთი ავდიევკაში, ერთი დრობიშევეში და ერთიც სოლედარში. მისი თქმით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულთა რაოდენობა უცნობია.
ცნობისთვის, დონეცკი აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის ნაწილია, სადაც რუსეთს კონცენტრირებული ჰყავს თავისი ძალები.









