LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სტუდენტური კამპანია #ავიცრათერთმანეთისთვის  იწყება

დაპოსტა 2021/11/25-ში
69
ნახვა
გაზიარება

ვაქცინაციის  მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის იწყება. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, პროექტი 26 ნოემბერს, ვაკის პარკში, 14:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ონლაინმიმართვა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა,  ზურაბ ვადაჭკორიამ გაავრცელა.

მისი განცხადებით, ვაქცინაცია პანდემიის დასრულების და გადარჩენის ერთადერთი გზაა.

„Covid-19-თან ბრძოლის პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობა, პანდემიის დაწყების დღიდან, განუზომლად დიდია. პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების 87%, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის 93% სრულად არის ვაქცინირებული. აღნიშნულმა განსაზღვრა ის, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ტრადიციულ, არადისტანციურ რეჟიმში.

მივმართავთ სრულიად საქართველოს საზოგადოებას, ჩვენ მოვინდომეთ და ეს შევძელით, შეძლებთ თქვენც.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იწყებენ საყოველთაო კამპანიას – #ავიცრათერთმანეთისთვის. აქციის ფარგლებში, სხვადასხვა სახის საინფორმაციო აქტივობაა დაგეგმილი. ჩვენი სურვილია, კამპანია გაგრძელდეს და მასში საქართველოს უნივერსიტეტები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა ჩაერთოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გზავნილს ისინიც გაიზიარებენ და ერთიანი ძალებით შევძლებთ, დავარწმუნოთ მოქალაქეები ვაქცინაციის აუცილებლობაში.

კამპანიის გზავნილია – ავიცრათ ერთმანეთისთვის, ეს არის უალტერნატივო გზა, საკუთარი თავისა და სხვების გადასარჩენად, პანდემიის დასასრულებლად “, – განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.

კამპანიის ფარგლებში, სტუდენტები ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, ვაკის პარკში  შეიკრიბებიან  და მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. აქციის ფარგლებში, სტუდენტები მოსახლეობასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეომიმართვებს, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებულ სამოტივაციო მესიჯებს, ინტერნეტსივრცეში კამპანიის – #ავიცრათერთმანეთისთვის სლოგანით გაავრცელებენ.

აქციის ბოლოს, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები  სხვა უნივერსიტეტებს  კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდებენ და გამოწვევის პრინციპით შემდეგ მონაწილე უნივერსიტეტს დაასახელებენ.

აღნიშნული პროექტი კომპანია „ქოლგას“ მხარდაჭერით ხორციელდება.

„კამპანია  – #ავიცრათერთმანეთისთვის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით წამოვიწყეთ. ვფიქრობთ,  იმუნიზაციის პროცესში ახალგაზრდა თაობის, კერძოდ კი სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშნელოვანია“,  – აცხადებენ ორგანიზაცია „ქოლგაში“.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაწყებულ კამპანიას პერმანენტულად სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები შეუერთდებიან და, თბილისის გარდა,  საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – გორში, ქუთაისში, ახალციხეში, კახეთში, ზუგდიდსა და ბათუმში ანალოგიურ ღონისძიებებს ჩაატარებენ.

თეგები: აცრაზურაბ ვადაჭკორიათბილისის სამედიცინო უნივერსიტეტიკოვიდისტუდენტური კამპანია
გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
634
კახა კალაძე
მთავარი

„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის...

დაწვრილებითDetails

“ვლადიმერ პუტინი ღაზას „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვიეს” – დიმიტრი პესკოვი

იანვარი 19, 2026
18
მთავარი

ვლადიმერ პუტინმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოწვევა მიიღო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ვსწავლობთ ამ წინადადების...

დაწვრილებითDetails

“პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები”- გია ვოლსკი

იანვარი 19, 2026
34
მთავარი

მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

” არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა სხვა არაფერი” – მეუფე იკაობი

იანვარი 19, 2026
39
მთავარი

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.   ამ დიდ დღეს ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იანვარი 19, 2026
87
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...

დაწვრილებითDetails

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
26
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

ქარბუქი, ლიპყინული, ზვავსაშიშოება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

იანვარი 19, 2026
308
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
368
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

იანვარი 19, 2026
63
მთავარი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან...

დაწვრილებითDetails

როდემდეა მოსალოდნელი დიდთოვლობა და ყინვა

იანვარი 19, 2026
67
ამინდი

20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».