აქციაზე, რომელიც ქუთაისში გაიმართა სტუდენტები არჩევანის თავისუფლებას და მეტ ყურადღებას ითხოვენ
,,რუსების დიდი რაოდენობით შემოსვლის გამო ძალიან გაჭირდა ბინის ქირის გადახდა, თითქმის სამჯერ გაძვირდა. ჩვენ სტუდენტებს ყველას არ გვაქვს შესაძლებლობა ასე მყისიერად გადავიდეთ აუდიტორიულ სწავლაზე. სამართლიანად მიგვაჩნია, რომ ეს წელი დავასრულოთ ,,ონ ლაინ”.
ვისაც სურვილი აქვს და შესაძლებლობა იმ სტუდენტებმა ჩააბარონ გამოცდები აუდიტორიებში, ხილო მათ, ვინც რეგიონებში ცხოვრობენ და არ აქვთ საამისო პირობები მიეცეთ არჩევანის საშუალება,
ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, რომ მაშ შეუძლიათ სტუდენტების დაბინავენა, თუმცა 100-მეტი სტუდენტის დაბინავებას ვერ შეძლებენ, მაში, როცა 7000 სტუდენტოდან 3000 ზე მეტი არ არის ადგილობრივი. ამასთან , სტუდენტთა ნაწილი არის დასაქმებული და მათ მოუწევთ სამუშაო კონტრაქტის შეწყვეტა, რაც ასევე პრობლემაა.-განაცხადა აქციის მონაწილე სტუდენტმა ლიკა კაპანაძემ.