ონის რაიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე რიონმა, მაღალი ძაბვის 35 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყდენი წაიღო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება: უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს. მათივე ინფორმაციით, ქალაქი ონი ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.
„ადიდებული მდინარე გადმოვიდა და დააზიანა სავალი გზაც, შესაბამისად, დაზიანების ადგილამდე მიახლოებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები.
კომპანიის ტექნიქური ბრიგადები მზადყოფნაში არიან. როგორც კი მოხერხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, მაღალი ძაბვის სამსახური მაშინვე დაიწყებს სამუშაოებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.