მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან შიდა ქართლში – განსაკუთრებული ზიანი ხაშურის მუნიციპალიტეტს მიადგა, სადაც უხვი ნალექის შედეგად მდინარე შოლა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადგილობრივების თქმით, ამას დაემატა ისიც, რომ ხაშურში სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია და შედეგად დაიტბორა ქალაქის 6 ქუჩა და 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლომოურის, ყიფიანის, რუსთაველის, იმერეთის ქუჩებზე. დატბორილია ეზოები პირველი სართულები. წყალი შევარდა ბაზრის ტერიტორიაზეც. ხაშურში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
როგორი ამინდი იქნება 8-9 აპრილს საქართველოში
8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. 8 აპრილს...










