უცხოური მედიი ცნობით, სტამბოლში, ქვეყნის უსაფრთხოების ძალების მიერ “ისლამური სახელმწიფოსა” და ალ-ქაიდას წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სულ მცირე, 15 პირი დააკავეს, რომლებიც უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან.
როგორც მედია წერს, სპეცოპერაცია სტამბოლის 8 რაიონში, 12 სხვადასხვა მისამართზე ერთდრულად ჩატარდა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში, თურქეთის დაზვერვამ დააკავა ისლამისტი ტერორისტი, რომელიც სტამბოლში თავდასხმისთვის ემზადებოდა.