ბათუმში შუა ხნის ქალი შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ქალმა სრულწლოვან შვილს დაზიანებები,მიაყენა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
დაკავებული ქალი პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.










