“სრული მხარდაჭერა, სოლიდარობა და გვერდში დგომა თათია სამხარაძეს.
ივანიშვილის რუსული მთავრობა ყველას მიადგება. არამარტო მათ, ვისგანაც საფრთხეს გრძნობს, არამედ მათაც, ვისი გაშავებითაც თავის მცირე რაოდენობის იდიოტ და მოძალადე მხარდამჭერებს გამოკვებავს.
დღეს, მთელი ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტები, თათია სამხარაძეს არამხოლოდ აშავებენ, არამედ ფიზიკურად და კანონის უსამართლო გამოყენებით, მასზე ძალადობენ იმისათვის, რომ გადაფარონ გარყვნილი პროპაგანდონის უღირსი საქციელი” | წერია “გირჩი – მეტი თავისუფლების” განცხადებაში