ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა.
შსს ცნობით გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ერთ-ერთი დაღუპული ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელია.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
არსებული ინფორმაციით, სამი მეგობარი წყალტუბო-ქუთაისის გზაზე არსებულ რესტორანში იმყოფებოდა. უბედური შემთხვევა მათ მიერ რესტორნის დატოვების შემდეგ მოხდა.