სროლა ქობულეთში – TV25.GE-ის ინფორმაციით, შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე, საზოგადოებრივის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ნატყვიარი შენობას ეტყობა.
“შელაპარაკება მოხდა ეზოში მოქალაქეებს შორის, ისროლეს და ტყვია საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში შევარდა, ერთ თანამშრომელს ცოტათი ასცდაო” – ეუბნება თვითმხილველი TV25.GE-ის
შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
წყარო: TV25