საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ცეცხლი ავტომობილიდან გაუხსნეს.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით – 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წყარო: მთავარი არხი