სროლა და ქუჩური გარჩევა თბილისის ცენტრში. განგსტერული წესებით, ერთმანეთს ახალაგაზრდები დაუპირისპირდნენ. შემთხვევა ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე მოხდა.
ათობით სათვალთვალო კამერის წინ უცნობი პირები იარაღიდან ისროდნენ, მანქანებს ერთმანეთს აჯახებდნენ და საქარე მინებს ხელებით ამტვრევდნენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გარჩევაში მონაწილე ახალგაზრდები, სავარაუდოდ, მეზობელი უბნიდან იყვნენ მისულები. რას უკავშირდება კრიმინალური გარჩევა მათთვის უცნობია. ასევე, ამ დრომდე უცნობია, ამოიღეს თუ არა სამართალდამცველებმა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებულ ხულიგნობას გულისხმობს.
წყარო: TVPIRVELI