ოკუპირებული სოხუმის ცენტრში რამდენიმე საათის წინ სროლა იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება კაფე “ბისკვიტში” მოხდა. სამი პირი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი მსროლელი კი ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით ის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პოლიციამ დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, ის სოხუმის ე.წ საქალაქო ადმინისტრაციის თანამშრომელია.
ირაკლი კობახიძე პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ქართველ მწარმოებლებს შეხვდა
ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების მაღალი ხარისხით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, ფასწარმოქმნა ხორციელდება თავისუფალი საბაზრო პრინციპების საფუძველზე, თუმცა, აქ შემოდის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ვფიქრობთ, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, გარკვეული...










