ამერიკის შტატში, კენტუკის ქალაქ ლუივილში მომხდარი მასობრივი სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ექვსი კი დაიჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც.
სროლა ქალაქის ძველ ნაციონალურ ბანკში მოხდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ქალაქის იმ ნაწილს სადაც სროლა მოხდა, დროებით მოერიდონ.
ლუივილის პოლიციის ხელმძღვანელობის განცხადებით, თავდაპირველად სროლის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მიიღეს. შემთხვევის ადგილას მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელი გაანეიტრალეს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.