სპორტული ჟურნალისტი, ვასილი უტკინი გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა
ვასილი უტკინს ძალიან უყვარდა საქართველოც, ქართული ფეხბურთიც და ამას არასოდეს მალავდა. მუდამ აფიქსირებდა დინამო თბილისის ფენომენისადმი სიყვარულს და ხშირად უცხადებდა საქართველოს მხარდაჭერას.
უტკინმა თავის საავტორო გადაცემაში “საფეხბურთო კლუბი”, რომელიც YouTube-ზე გადიოდა, ცნობილი ჟესტი გააკეთა – ხელი თვალზე აიფარა. ამით სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ ხალხს ე.წ. “გავრილოვის ღამის” შემდეგ.
გარდა ამისა, ვასილი უტკინი 2017 წლიდან ფლობდა სამოყვარულო ფეხბურთის კლუბს, რომელსაც ქართული სახელი, “ეგრისი” დაარქვა.
ძალიან ცნობილია მისი გამონათქვამი, როცა უტკინმა 1981 წლის თბილისის დინამო 2010/11 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მომგებ ბარსელონას შეადარა.
წყარო: europop









