ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და სპეცრაზმი.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ცინცაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.