ქუთაისის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 1-ლი იანვრიდან უფასო იქნება.
გადაწყვეტილება საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე მიიღეს. როგორც ცნობილია შეღავათით „სპეციალური სერვისების“ 302 თანამშრომელი ისარგებლებს.
ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საშეღავათო ტარიფით, ჯამში, 60 ათასი მოქალაქე სარგებლობს.










