სოხუმში, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის, ქემალ არძინბას მკვლელობის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ჩავიდა.
“მთავარი არხისთვის” ინფორმაციით იმ დროისთვის სოხუმის შესასვლელი გადაკეტილი იყო, გაჩერებული იყო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა და ქალაქში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.
სოხუმში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას არ გამორიცხავენ.
ადგილობრივებნი მომხდარს კრიმინალურ გარჩევას უკავშირებენ. ყვებიან, რომ მთავარი საკითხი ბიზნეს-ინტერესების გადანაწილეებაა.
სოხუმის ცენტრში შეკრებილები იყვნენ არძინბას მომხრეები და აფხაზი მეომრები, რომლებიც მომხდარს პოლიტიკურ სარჩულს აძლევენ და დღეს 19 მაისს, დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, ქუჩაში გამოსვლასაც აპირებენ.
ამბობენ, რომ ქემალ არძინბა ბოლო 5 თვეა, აფხაზებს გაერთიანებისკენ, მეომრებს კი თანადგომისკენ მოუწოდებდა.










