,,წინსწრებით დამაჯარიმეს. ანუ დღეს ჩამოვედი თბილისში და მოლოდინი აქვთ, რომ გადავკეტავ რუსთაველს.” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სოფო როინიშვილი წერს და შსს-დან მიღებულ წერილს აქვეყნებს:
,,თქვენ დაჯარიმდით 174-1-5 მუხლით, თარიღი: 26/06/2025, ადგილი: რუსთაველის გამზირი პარლამენტის მიმდებარედ, ქვითრის ნომერი smO01285, თანხა: 5000 ლარი, სმს-ის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ჯარიმის გადახრის შემთხვევაში თანხის ოდენიბა შეგიმცირდებაგ 20%-ით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო კვითრის საჯაროდ გამოქვეყნება ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge საჯარო გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, ან პოსტოს მეშვეობიგ, ქვითარი ჩაბარებულად მიიჩნევა. გთხოვატ, ჯარიმა გადაიხადოთ საჯარო ქვითრის ჩაბარებიდაბ 30 დღის ვადაში – გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდ3ვა საჯარო ქვითრის კანონით დადგენილი წესით აღსრულება.” – ნათქვამია წერილში.