2025 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 21.6 პროცენტით გაიზარდა – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის კვლევაში. წინა კვარტალთან შედარებით კი, აღნიშნული ინდექსი 14 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 22.6 პროცენტიანი მატებით, რამაც 12.82 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 21.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყოცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 28.6 პროცენტიანი მატებით, რაც 16.5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 16.4 პროცენტით, ხოლო მრავალწლოვანი კულტურებისღირებულება 8.3 პროცენტით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, 3.23 და 1.87 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2025 წლის მეოთხე კვარტალში სოფლისმეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსები წინა კვარტალთან და წინა წლისშესაბამის კვარტალთან შედარებით, ასევე ინდექსების ფორმირებაში მონაწილე სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ჯგუფების შესაბამისი წვლილები:











