სოფიო იმედაძე – „მწვანეთა პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში
დაბადების თარიღი: 01. 01. 1976
- მისამართი: ქუთაისი, გოგებაშვილის ქუჩა N 29
- ტელ: (0431) 25 03 15; 599-51 00 71.
- ელ: ფოსტა: s.imedadze@hotmail.comgurcistan@mail.ru
5.განათლება და სამეცნიერო ხარისხები:
2014 – ფილოლოგიის დოქტორი (1005 – ფილოლოგია). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
2011 – 2014 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, პროგრამა „ახლო აღმოსავლეთის ენები (სემიტური ენები)“.
2003–2006 ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.
1993-1998 ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალობა: ქართული ენა, ლიტერატურადააღმოსავლურიენა). კვალიფიკაცია: ფილოლოგიის, ქართული ენის, ლიტერატურისა და არაბული ენის სპეციალისტი.
1982-1993 ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე–3 საშუალო სკოლა.
- სამსახურებრივი გამოცდილება:
- 2014 – დღემდე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი.
- 2013-2014 აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტი
- 2010 – 2014 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტი აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტი (მასწავლებელი)
- 2006-2010 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტი აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტის საათობრივად მოწვეული სპეციალისტი (მასწავლებელი)
- 1999-2013 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტის ლაბორანტი.
- 2014- დღემდე შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“. დირექტორის მოადგილე.
- 2014 – დღემდე შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“. უფროსი მასწავლებელი.
- სამეცნიერო ინტერესების სფერო:
არაბულიენა; არაბულ-ქართულიენობრივი ურთიერთობები; არაბული ლექსიკოლოგია.
კომპიტერული უნარ-ჩვევები: Microsoft Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Power Point, Internet Exproler.
ენებისცოდნა:არაბული, რუსული, ინგლისური
ოჯახურიმდგომარეობა:დაოჯახებული. მეუღლე და სამი შვილი
პროგრამა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის
ჯანსაღი და ღირსეული მომავლისთვის!!
მე, სოფიო იმედაძე, „მწვანეთა პარტიის“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი, ვეყრდნობი პარტიის ძირითად პრინციპებს:
ეკოლოგია – დემოკრატია – არაძალადობა – სოციალური თანასწორობა
ჩვენი მიზანია, შევქმნათ ჭეშმარიტად დემოკრატიული, ერთიანი სახელმწიფო, ეკოლოგიურად და ეკონომიკურად მდგრადი, ჰუმანური, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი, სამართლიანი საზოგადოებით“
- ეკოლოგიური უსაფრთხოება
მწვანეთა პარტია დღიდან დაარსებისა ხაზს უსვამდა ეკოლოგიური პრობლემების მნიშვნელობას ქვეყნის უსაფრთხოებაში. საქართველო, როგორც მსოფლიოს ნაწილი უნდა იზიარებდეს იმ პასუხისმგებლობას, რაც გარემოს დაბინძურებას მოაქვს. შესაძლოა, ეს, არამარტო რეგიონალურ, არამედ გლობალურ პრობლემადაც იქცეს. მიგვაჩნია, რომ ეკოლოგიური პრობლემატიკისთვის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოში უნდა ჩამოყალიბდეს ეკოლოგიური მიმართულება, რომელიც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს და უმწვავესი ეკოლოგიური პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქალაქშია არ იქნება მხოლოდ ცალკეული ადამიანების ან სამოქალაქო სექტორის დავის საკითხი.
- საქართველოს დემოკრატიული განვითარება
ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევქმნათ ქვეყანა, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდება გლობალურ და ადგილობრივ გამოწვევებს, ეს კი შეუძლებელია დემოკრატიის შემდგომი განვითარების გარეშე. საქართველო უფრო მეტია, ვიდრე დღევანდელი სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების სტრატეგიის სწორი დაგეგმვა. ამისთვის საჭიროა მუდმივად ვითვალისწინებდეთ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა არის ჩვენი ღირებულებები და საით მივისწრაფით.
საქართველოს მწვანეთა პარტია, როგორც ევროპის მწვანეთა პარტიის თანადამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი ბუნებრივად მიისწრაფვის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციისკენ. ქვეყნის და დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებლად მიგვაჩნია მუდმივი დიალოგი მოსახლეობასთან, მათი პრობლემების და იმედების სისტემატიზაცია და ანალიზი.
- ადამიანის უფლებები
ადამიანის ღირსება, თანასწორობა და სოლიდარობა არის ძირითადი ჩვენი ფასეულობები. ჩვენ ვიბრძვით სამართლიანი საზოგადოებისთვის, სადაც ყველას თანაბარი შესაძლებლობები აქვს და სარგებლობს ერთნაირი უფლებებით, განურჩევლად მათი სქესის, ეთნოსის და აღმსარებლობისა. ჩვენ ვუარყობთ თავისუფლების ან ფუნდამენტური უფლებების ნებისმიერ დარღვევას.
- კლიმატის ცვლილება და ენერგეტიკა
კლიმატის ცვლილება ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ჩვენ უკვე ვხვდებით კლიმატის ცვლილების შედეგებს, ამოტომაც ჩვენ უნდა შევქმნათ განახლებადი ენერგიის შესაძლებლობები, რომლებიც ჩაანაცვლებს წიაღისეულ საწვავს და ბირთვულ ენერგიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰიდროენერგეტიკის განვითარებას საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში, ოღონდ გიგანტიზმის გარეშე და უმკაცრესი ეკოლოგიური ექსპერტიზის საფუძველზე, ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციის გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ქვეყანას ჩვენი ქალაქისთვის კონკრეტული პოლიტიკა და ქმედებები განახლებადი ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების განვითარებისთვის. ისე, რომ ეკონომიკა განვითარდეს შეფერხებების გარეშე და არ შეიქმნას ენერგეტიკული დეფიციტი.
უნდა მოხდეს ქალაქის იმ საწარმოთა ეკონომიკური სტიმულირება, რომლებიც განახლებად ენერგიას გამოიყენებენ. კლიმატის მიზნების მისაღწევად ჩვენ ასევე გვჭირდება ენერგიის ეფექტურობის გაზრდა მშენებლობაში და ტრანსპორტირების მდგრადი გზების განვითარება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საზოგადოებრივ ტრანსპორტის ინტესიურ განვითარებას.
- ეკონომიკა და სამუშაო ადგილები
ეკონომიკა არასოდეს ყოფილა უფრო გლობალური, ვიდრე ახლა და მისი სექტორები სწრაფად გარდაიქმნებიან და გადადიან ციფრულ ხანაში. ამ საუკუნეში ჩვენ ასევე ვხვდებით ახალ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი ეკონომიკური სისტემის სრულყოფილად განახლებას მოითხოვს. მომავალი, წიაღისეულისგან შედარებით თავისუფლებლი მდგრადი ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა ამ სფეროს მწვანე ტრანსფორმაციაზე მუშაობა და ეფექტური პოლიტიკის შემუშავება. მწვანე ეკონომიკა უზრუნველყოფს მომავალ ღირსეულ სამუშაო ადგილებს, რომელთა რაოდენობა ნაკლებად იქნება დამოკიდებული ეკონომიკის ზრდის ამჟამინდელ მაჩვენებლებზე.
ჩვენ მხარს ვუჭერთ მწვანე საწარმოებს, კოოპერატივებს და ადგილობრივ ინიციატივებს და ვურჩევთ პასუხისმგებელ ბიზნეს იმუშაონ ამ მიმართულებით.
ჩვენ ასევე მზად ვართ ვიმოქმედოთ სამართლიანი სავაჭრო ხელშეკრულებებისთვის, რომლებიც პატივს სცემენ მუშაკთა უფლებებს და მომხმარებელთა უფლებების დაცვას, შეესაბამებიან გარემოს დაცვით და უსაფრთხოების სტანდარტებს.
ჩვენ გვინდა, რომ ყველამ გააცნობიეროს და გაიღოს თავისი წილი ჩვენი ქალაქის გარემოსა და ბუნებისთვის, როგორც საერთო სიკეთისთვის. მივესალმებით და ხელს შევუწყობთ მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის კონცეფციის დანერგვას წარმოების ნარჩენების მართვაში. საყოფაცხოვრებო ნარჩენების წინასწარი დახარისხების სისტემის დანერგვას და ნაგვსაყრელების მოდერნიზაციას.
- სოციალური სამართლიანობა და ჯანდაცვა
მიგვაჩნია, რომ სამართლიანობა და სოლიდარობა არის ჩვენი საზოგადოებების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა. ჩვენ გვსურს სოციალურად ორიენტირებული ქალაქის განვითარება და მხარს ვუჭერთ სოციალური სამართლიანობის პოლიტიკას, უთანასწორობის შემცირებას და სიღარიბის აღმოფხვრას. ჯანდაცვის საყოველთაო სისტემის გაფართოება და მისი ეფექტურობის გაზრდა ჩვენთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია.
- ქალაქ გეგმარება
ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება და დამტკიცება. ეკოლოგიურად უსაფრთხო და ენერგოეფექტური მშენებლობის განვითარება. ქუთაისში თავისუფალი საზოგადოებრივი სივრცეების და რეკრიაციული ზონების გაფართოება – 1 სულ მოსახლეზე გამწვანების 15 მ2 აყვანა. ქალაქში მდებარე საწარმოთა საუკეთესო გამწმენდებით სავალდებულო აღჭურვა. ძლიერ დამაბინძურებელი საწარმოების ტექნოლოგიური რეკონსტრუქცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მრავალფეროვანი, მწვანე ქალაქები და სოფლები არის სოციალური ინტერაქციის, თანამშრომლობისა და ჯანსაღი ცხოვრების წინაპირობა.
- გარემოს დაცვითი განათლება და მეცნიერება
უწყვეტი გარემოს დაცვითი განათლების სისტემის დანერგვა, განათლებისა და აღზრდის სისტემის ეკოლოგიზაცია. ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარება და სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.
- საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა
ჩვენ გვინდა, რომ საქართველო უფრო უსაფრთხო გავხადოთ, მაგრამ არა სუვერენიტეტის, ტერიტორიული ერთიანობის და სხვა ფუნდამენტური უფლებების ხარჯზე.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ გვმართებს საერთო ეროვნული ძალისხმევა იმისათვის, რომ დასრულდეს ჩვენი ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია და ოკუპანტი რუსეთის მხრიდან ძალადობის არსებული ესკალაცია. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ სუფთა სამხედრო გადაწყვეტილებები გამოსავალი არ არის და უფრო მეტ ზიანს მოგვაყენებს. პირდაპირი დიალოგი ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან, მათ შორის სახალხო დიპლომატია, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების უფრო ღრმა ჩართულობა ამ ეტაპზე უალტერნატივოდ გვესახება.
ზოგად საგარეო კურსში, მწვანეთა პარტია მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მისწრაფებას ევროკავშირში და სხვა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.