სოფელ ხიბულაში მე-12 კლასელი გოგო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ა წუთებში ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ცხედარი ექსპერტიზისთვის პროზექტურაში უნდა გადაასვენონ. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდის გარდაცვალება რამდენიმე დღის წინ, ვაშლიჯვრის სამხედრო ბაზაზე, ჯარისკაცის სიკვდილს უკავშირდება.
“გურია ნიუსისთვის” ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონა ნ.კ-ა. მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
“არ ვიცი, რა ვთქა…. მთელი სოფელი იწვის ტრაგედიით. როგორც ამბობენ, თავი მოიკლა”, _ გვითხრა წყარომ.
შეგახსენებთ, მეთორმეტე კლასელი გოგო გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ, სოფელ ხიბულაში, საკუთარ სახლში ნახეს.










