წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 240 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი შენობის აშენებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ითვლისწინებს. პროექტის სახელშეკრელებო ღირებულება 3 691 400.00 ლარით ფინანსდება.
სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა.
“სამთავრობო გუნდის დანაპირები სრულდება, სოფელ წყალტუბოში საჯარო სკოლის არარსებობის გამო სკოლის მოსწავლეები სამ საცხოვრებელ სახლში არიან გადანაწილებული, შესაბამისად საჯარო სკოლისთვის არაადაპტირებულ გარემოში უწევთ განათლების მიღება, ახალი სკოლის მშენებლობის შემდეგ კი, სოფელ წყალტუბოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება, სადაც მოსწავლეები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ განათლების მიღებას. სკოლას ექნება კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის”, – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
უახლოს დღეებში ახალი სკოლის მშენებლობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთშიც დაიწყება.