ბაღდათის მუნიციპალიტეტ სოფელ ნერგეეთში 150 000მ3-ს მეწყრული მასა ჩამოწვა, – ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.
სააგენტოს ცნობით, მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, მოწყვეტილი მეწყერის სიმაღლე 30 მეტრი, სიგანე 20-25მ, ხოლო ქვედა ნაწილი 90-100 მეტრია.
„დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს. რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა“, – აღნიშნული განცხადებაში.










