სოფელ მაღლაკის ცენტრში, გზაჯვარედინზე ერთმანეთს ფორდის მარკის მიკროავტობუსი და მერსედისის მოდელის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდდა. როგორც ტელეკომპანია “მეგა ტვ”-თან საუბრისას თვითმხილველი აცხადებს სხეულის დაზიანებები მიიღო მერსედესში მყოფმა მამაკაცმა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის საავადმყოფოში გადმოიყვანა.
ადგილზე მობილიზიბული იყო საპატრულო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მიმდინარეობს გამოძიება.