სოფელ იანეთში მცხოვრებ 60 წლის დავით ჯიბაშვილს მესამე დღეა ეძებენ. გაუჩინარებამდე მამაკაცი პირუტყვს მწყემსავდა.
დაიგვიანების გამო მამაკაცს ძებნა დაუწყეს. ნაპოვნია ჩანთა, იქ სადაც პირუტყვს აძოვებდა და რომლითაც საგზალი დაჰქონდა.
სამძებრო ოპერაციებში ოჯახის გარდა ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია.










