რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია ლოზუნგით – „ერთად გავულამაზოთ ახალი წლის დღეები მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!“ მიმდინარეობს.
როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, აქციის მიზანია რეგიონის მასშტაბით განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვებისთვის ახალი წლის დღეების გალამაზება.
მათივე ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს ესტუმრა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, ბავშვებს წიგნები და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
„ნინო მეტონიძე სოფელ თხმორიდანაა, სოფელში ის ერთადერთი ბავშვია, მე-12 კლასელია და სწავლის გასაგრძელებლად საჭირო გამოცდებისთვის ემზადება. ამბობს, რომ კითხვა ძალიან უყვარს და რწმუნებულის საჩუქრებმა გაახარა.
არჩილ ჯაფარიძემ დამდეგი დღესასწაულები პატარა ონში და ზედა ღვარდიაში მცხოვრებ ბავშვებსაც მიულოცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ერთადერთი მოსწავლის ბოლო სასწავლო წელი სოფელ ნამანევის საჯარო სკოლაში დაიწყო (+ვიდეო/ფოტო)