ქართული წარმოშობის რუსი მომღერლები სოსო პავლიაშვილი და გრიგორი ლეპსი კრემლის საკონცერტო დარბაზში უკრაინაში მყოფი რუსი ჯარისკაცებისთვის იმღერებენ.
ინფორმაცია მომღერლების შესახებ კრემლის ოფიციალურ გვერდზე არის აღნიშნული.
გალა-კონცერტი 4 მაისს “საზოგადოებრივ-პატრიოტული აქციის” ფარგლებში გაიმართება. კონცერტის სახელწოდებაა “მადლობა ერთგულებისთვის, შთამომავლებო!”.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციის მიზანი მეორე მსოფლიო ომის გმირების ხსოვნის შენარჩუნება და ახალგაზრდა თაობისთვის სწორი ღირებულებების ფორმირებაა.
ღონისძიების ფარგლებში, რუს სამხედრო მოსამსახურეებს დააჯილდოებენ.