სომხეთში, ნორ-ნორქში, სამმა პირმა, ხელყუმბარის გამოყენებით, პოლიციის განყოფილების შენობაში შეღწევა სცადა
შემთხვევა დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. შეიარაღებულებმა ხელყუმბარის გამოყენება სცადეს, რის შედეგადაც ორი თავდამსხმელი დაშავდა და ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სპეცოპერაციისას სს-ის სპეცრაზმმა, ნორ-ნორკის პოლიციის განყოფილების შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ყუმბარით შეიარაღებული მესამე კაცი გაანეიტრალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ნარეკ სარგსიანის ცნობით, განეიტრალებული კაცი, ამ დროისთვის, ნორ-ნორკის პოლიციის შენობაში იმყოფება. მისივე თქმით, დაუზუსტებელია რას ითხოვდნენ თავდამსხმელები.










