სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. ორ დღეში მეორე თავდასხმა მგზავრებზე მოფრენის დარბაზში, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ელჩი TAV-ს მიმართავს შეკითხვით, არის თუ არა თბილისის აეროპორტი უსაფრთხო.
„ეს ადგილი უსაფრთხოა? იქნება შედეგები?“ – წერს ელჩი.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს.